მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს ეგვიპტე გაუწევს
მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს ეგვიპტე გაუწევს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს ეგვიპტე გაუწევს,– ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, უახლოეს ხანში ეგვიპტე ისრაელში ორ დელეგაციას გააგზავნის.

მანამდე, ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ განაცხადეს, რომ ორმხრივად და ერთდროულად შეწყვეტენ ცეცხლს.

ღაზას სექტორზე სარაკეტო დარტყმები 10 მაისიდან დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ისრაელელებისა და პალესტინელების დაპირისპირება აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ალ-აქსას მეჩეთთან. მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელს აღმოსავლეთ იერუსალიმიდან უსაფრთხოების ძალების გაყვანა მოსთხოვა, შემდეგ კი ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა, რასაც მოჰყვა საპასუხო იერიშები.

ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ 11-დღიანი კონფლიქტის შედეგად ამკლავში 232 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 100 ქალი და ბავშვი. ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად მოძრაობა „ჰამასის“ 150 მებრძოლია ლიკვიდირებული.

ისრაელში დაიღუპა 12 ადამიანი. მათ შორის ორი ბავშვი. ისრაელში ამბობენ, რომ ღაზადან ისრაელის მიმართულების 4000 რაკეტა ისროლეს, რომელთა დიდი ნაწილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა.