მედიის ცნობით, ისრაელმა სარაკეტო იერიშზე საპასუხოდ ღაზას სექტორში ავიადარტყმები განახორციელა
მედიის ცნობით, ისრაელმა სარაკეტო იერიშზე საპასუხოდ ღაზას სექტორში ავიადარტყმები განახორციელა

ისრაელმა სარაკეტო იერიშზე საპასუხოდ ღაზას სექტორში ავიადარტყმები განახორციელა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგოც მედიასაშუალება აღნიშნავს, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამწვავდა.

ამის მიზეზი ისრაელის ციხიდან ექვსი პალესტინელი პატიმრის გაქცევა გახდა. ოთხი მათგანი ისრაელის ძალებმა უკვე დააკავეს. ღაზას სექტორიდან პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები პარასკევს გაუშვეს, როდესაც სამართალდამცველებმა ორი გაქცეული პატიმარი დააკავეს.

ანკლავიდან სარაკეტო დარტყმები განმეორდა შაბათს, როდესაც კიდევ ორი პატიმარი დააკავეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშები რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტებზე გაანხორციელეს. დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.