მედიის ცნობით, ისრაელმა ირანში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმისას, შესაძლოა, გაღარიბებული ურანის იარაღი გამოიყენა

12:57, 26.06.2025

ისრაელმა ირანზე თავდასხმების დროს გარკვეულ ობიექტებზე დარტყმისას, შესაძლოა, გაღარიბებული ურანის იარაღი გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფარს ნიუსი“ ავრცელებს.

ირანული გამოცემის თანახმად, ჭურვების ჩამოვარდნის ადგილებში ჩატარებული გამოძიების წინასწარი შედეგებით დადასტურდა ურანის კვალის არსებობა, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ გაკეთებულა და დამატებით ზომებს იღებენ.

ირანული მედია წერს, რომ გაღარიბებული ურანი მაღალი სიმკვრივის მასალაა და ურანის გამდიდრების პროცესის თანმდევი პროდუქტია, რომელიც შეღწევადი საბრძოლო მასალის წარმოებაში გამოიყენება, განსაკუთრებით მძიმე ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ.

ირანული მედია წერს, რომ საბრძოლო მასალას შეუძლია, შექმნას მეტალისა და რადიაქტიული ნაწილაკების ღრუბელი, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მისი ზემოქმედების კუთხით.

მსგავსი