მედიის ცნობით, ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, დაზიანებულია ობიექტის ნაწილი

11:13, 08.06.2026

ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე იერიში განახორციელა. მედიის ცნობით, ირანის სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ბანდარ-ე მაჰშარში მდებარე Karun Petrochemical Company-ის ქარხანას ისრაელის მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა.

ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით, ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ ობიექტის ნაწილი დაზიანდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა „რამდენიმე სამიზნეს დაარტყეს“.

ცნობისთვის, 7 ივნისს ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების ტალღა გაუშვა. ბალისტიკური რაკეტების დაფიქსირების გამო ქვეყნის რამდენიმე ნაწილში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. ქვეყანამ ირანიდან გაშვებული ყველა რაკეტა გაანეიტრალა.

მსგავსი