მედიის ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის შემდეგ ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა
A ball of fire and a plume of smoke rise above buildings in south of City Strip as Israeli warplanes target the Palestinian enclave, early on, on December 4, 2022. (Photo by AFP)
ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის შემდეგ ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშების სამიზნეებს შორის იყო რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა და გვირაბები.
როგორც მედია წერს, „ჰამასის“ „იზ ად-დინ ალ-ყასამის“ ბრიგადების სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ავიაციას საზენიტო ცეცხლი გაუხსნეს და თვითმფრინავების მიმართულებით „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები ისროლეს.
ისრაელსა და ღაზას სექტორში მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მხარეებს შორის ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველი დაპირისპირება იყო.