მედიის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეხვედრებს მიწისქვეშა ბუნკერში გამართავს
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეხვედრებს მიწისქვეშა ბუნკერში გამართავს. The Times of Israel-ს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
მიწისქვეშა ბუნკერი იერუსალიმში მდებარეობს და მაღალი რანგის შეხვედრებისთვის სპეციალურად შეიქმნა.
აქამდე უსაფრთხოების კაბინეტის სხდომები იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრის ოფისში იმართებოდა. ისრაელის მედია წერს, რომ ცვლილება შესაძლოა ირანთან მოსალოდნელი ესკალაციის ზრდას უკავშირდებოდეს.