მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების სამი დანაყოფი ღაზაში შევიდა, ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 140-მდე სამიზნეს დაარტყეს
მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების სამი დანაყოფი ღაზაში შევიდა, ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 140-მდე სამიზნეს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების სამი დანაყოფი ქალაქ ღაზაში შევიდა. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში დაახლოებით 140 სამიზნეს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე გაანადგურეს ქალაქ ღაზაში არსებული იარაღის საწყობი და სხვა შენობები, რომლებსაც დაჯგუფება „ჰამასის“ წევრები იყენებდნენ. მათივე ცნობით, თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალეს რამდენიმე მებრძოლი, რომლებიც ბომბების დამონტაჟებას აპირებდნენ.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს. როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ლიდერების შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად. მათივე ცნობით, ტრამპმა ბოლო დროს ნეთანიაჰუზე ზეწოლა გააძლიერა და პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ახლოსაა.