მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებმა, ღაზის ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყეს
ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზის ოკუპაციისთვის სახმელეთო შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ისრაელის ძალები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდნენ ღაზის გარეუბანში და ქალაქის ცენტრს მიუახლოვდნენ.
„აქსიოსის“ ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ისრაელმა ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამწვავდა და მოსახლეობას საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი აქვს. ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქი ღაზა ღამით 20 000-მა პალესტინელმა დატოვა. გავრცელებული ცნობით, ქალაქიდან 320 000-ზე მეტი პალესტინელი გადავიდა სექტორის სხვა რაიონებში, რაც ისრაელის არმიის მიერ ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მოხდა.