მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბნები დაბომბა, დაღუპულია სირიის არმიის ოთხი ჯარისკაცი
მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბნები დაბომბა, დაღუპულია სირიის არმიის ოთხი ჯარისკაცი

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნები დაბომბა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სირიის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ ოთხი კი დაშავდა.

სირიის მედია წერს, რომ ისრაელის ავიაციამ იერიში განახორციელა გოლანის მაღლობებიდან. სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტა გაანეიტრალა.

თავდასხმაზე ისრაელში განცხადება არ გავრცელებულა.

ისრაელი წლების განმავლობაში ახორციელებს თავდასხმებს სირიაში ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე. ირანის გავლენა სირიაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანმა 2011 წელს სამოქალაქო ომში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა დაიწყო.