მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით რამდენიმე თვეში წვრთნებს დაიწყებს
ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით რამდენიმე თვეში წვრთნებს დაიწყებს. თავდასხმის გეგმის რამდენიმე ნაწილი მზად მალევე იქნება, ნაწილის შემუშავებას კი შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებაში ირანის დაბრუნების მზარდი გაურკვევლობის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო თვეების განმავლობაში ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედბების მოსამზადებლად ძალისხმევა გააძლიერა.
სამხედრო გეგმების მოსამზადებლად ისრაელის მთავრობამ მილიარდობით შეკელის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ისრაელის მედია წერს, რომ ქვეყნის საჰაერო ძალები ისრაელის წინააღმდეგ ირანისა და მისი მოკავშირეების შესაძლო შურისძიებისთვისაც მოემზადებიან.