მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია უსაფრთხოების საკითხებში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი

22:07, 09.08.2024

ისრაელმა საჰაერო დარტყმის შედეგად უსაფრთხოების საკითხებში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა.

„როიტერის“ ცნობით, საუბარია სამერ ალ-ჰაჯზე.

სააგენტოს ინფორმაციით, სამერ ალ-ჰაჯი ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა. ალ-ჰაჯი უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსანი იყო.

მსგავსი