მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანს კვიპროსზე ისრაელის მოქალაქეების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანს კვიპროსზე ისრაელის მოქალაქეების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანს კვიპროსზე ისრაელის მოქალაქეების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, მათან სიდის განცხადებით, კვიპროსელი სამართალდამცველების მიერ დაკავებული შეიარაღებული პირი, ისრაელის მოქალაქეების მკვლელობას გეგმავდა. მისი თქმით, ეს იყო ირანის მიერ ორგანიზებული ტერორისტული ინციდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი 27 სექტემბერს დააკავეს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, მას შემდეგ, რაც მან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში თურქეთის მიერ კონტროლირებადი საგუშაგო გაიარა.

პოლიციის ინფორმაციით, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, მის მანქანაში, ცეცხლსასროლ იარაღთან და საბრძოლო ვაზნებთან ერთად, ხმის ჩამხშობიც აღმოაჩინეს.

ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. იარი ლაპიდის თქმით, არსებობს საფრთხეები, რომლის შესახებ „მოსადი“, „შინ ბეთი“ უსაფრთხოების სხვა სამსახურები ინფორმირებული არიან და იციან, თუ როგორ გაუმკლავდნენ მათ.