მედიის ცნობით, ისრაელის პარლამენტთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა
მედიის ცნობით, ისრაელის პარლამენტთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა

ქნესეთთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აქტივისტებს ქნესეთის შენობის შესასვლელი ჰქონდათ გადაკეტილი.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

დემონსტრანტებს შორის იყვნენ ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახების წევრებიც. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე.