მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

22:15, 08.02.2024

მედიის ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ქალაქ ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ სნაიპერმა დაჭრა საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი აძლიერებენ საბრძოლო მოქმედებებს დასავლეთ ხან იუნისში.

 

მსგავსი