მედიის ცნობით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავს
მედიის ცნობით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავს

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ისრაელის მთავრობის წევრები მხარს უჭერენ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტას და გადაწყვეტილება სავარაუდოდ 24 საათში შევა ძალაში.

როგორც მედია ამტკიცებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაწყების დროს ეგვიპტე გამოაცხადებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელფატაჰ ალ-სისის.

მოგვიანებით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ გავრცელებული ცნობები „დამაიმედებელია“.

 

დატოვე კომენტარი