მედიის ცნობით, ისრაელის ჯარები ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოს გარკვეულ ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ
მედიის ცნობით, ისრაელის ჯარები ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოს გარკვეულ ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ

ისრაელის ჯარები ღაზის სექტორში მდებარე ალ შიფას საავადმყოფოს გარკვეულ ნაწილში იბრძვიან „ჰამასის“ წინააღმდეგ, სადაც ტერორისტულ დაჯგუფებას ბრალად ედება სამეთაურო ცენტრის შენარჩუნება. ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოპერაცია ეფუძნება სადაზვერვო ინფორმაციას და ოპერატიულ საჭიროებებს. ოპერაციით არ არის გამიზნული პაციენტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის ან საავადმყოფოში მყოფი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება. ოპერაციას წინ უძღოდა პაციენტებისა და თავშესაფარში მყოფი ხალხის ევაკუაციის მცდელობა, ამისთვის კი სპეციალური დერეფანიც გაიხსნა“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.