მედიის ცნობით, ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა
ისრაელის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა, საერთო ჯამში კი, სულ მცირე 10 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ღაზას სექტორის მმართველი „ჰამასის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი წლის ბავშვია. დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 55-მა ადამიანმა მიიღო.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს „ისლამური ჯიჰადის“ ექვს ობიექტზე.
ერთობლივ განცხადებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადეს, რომ ისრაელი „უფლებას არ მისცემს ტერორისტულ ორგანიზაციებს დღის წესრიგი დაადგენონ ღაზას სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქებში და დაემუქრონ ისრაელის მოქალაქეებს“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა 25 000 რეზერვისტის გამოძახების ბრძანება გასცა.