მედიის ცნობით, ირანული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ისრაელის საჰაერო ძალების ბაზას მოხვდა
ირანული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საჰაერო ძალების ბაზას მოხვდა. ამის შესახებ „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, თავდასხმა რამათ დავიდის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა.
თუმცა, წყაროს ცნობით, ბაზის ერთ-ერთ ნაწილს არა რაკეტა, არამედ მისი ნამსხვრევები მოხვდა.
ამავე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ზიანის მასშტაბს იკვლევენ.