მედიის ცნობით, ირანში სიკვდილით დასაჯეს დემონსტრანტი, რომელიც დაცვის თანამშრომლის დანით დაჭრისა და თეირანში ქუჩის გადაკეტისთვის გაასამართლეს
მედიის ცნობით, ირანში სიკვდილით დასაჯეს დემონსტრანტი, რომელიც დაცვის თანამშრომლის დანით დაჭრისა და თეირანში ქუჩის გადაკეტისთვის გაასამართლეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს დემონსტრანტი, რომელიც დაცვის თანამშრომლის დანით დაჭრისა და თეირანში ქუჩის გადაკეტვისთვის გაასამართლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით, სიკვდილით დასჯილი დემონსტრანტი მოჰსენ შექარია. მის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალი მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავების შემდეგ გადაიცვალა. თვითმხილველები და ახლობლები ამბობენ, რომ მაჰსა ამინი დაკავებისას სცემეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ცნობით, ირანის ხელისუფლება, სულ მცირე, 21 პირის სიკვდილით დასჯას გეგმავს ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისთვის.