მედიის ცნობით, ირანში შეიარაღებულმა პირებმა მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 15 ადამიანი

19:47, 26.10.2022

ირანის ქალაქ შირაზში სამმა შეიარაღებულმა პირმა მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

მედიის ცნობით, ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს, მესამეზე კი ძებნაა გამოცხადებული.

მსგავსი