მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-ს აფრთხილებს, რომ თავდასხმების განახლების შემთხვევაში მის წინააღმდეგ „ახალ ფრონტებს“ გახსნის
მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-ს აფრთხილებს, რომ თავდასხმების განახლების შემთხვევაში მის წინააღმდეგ „ახალ ფრონტებს“ გახსნის

ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-ს აფრთხილებს, რომ თავდასხმების განახლების შემთხვევაში მის წინააღმდეგ „ახალ ფრონტებს“ გახსნის.

ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ირანულ ISNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„მტერი თუ იმდენად სულელია, რომ სიონისტების ხაფანგში კვლავ გაეხვევა და ახალ აგრესიას დაიწყებს ჩვენი საყვარელი ირანის წინააღმდეგ, გავხსნით ახალ ფრონტებს მის წინააღმდეგ, ახალი აღჭურვილობითა და ახალი მეთოდებით“, – „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, განაცხადა არმიის პრესსპიკერმა, მოჰამად აქრამინიამ.