ირანის პრეზიდენტი ვიზიტით აგვისტოში - სომხეთში, სექტემბერში კი ჩინეთში ჩასვლას გეგმავს
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სომხეთში ჩავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე, აბას არაღჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ირანის პრეზიდენტი სომხეთში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩავა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასუდ ფეზეშქიანი ოფიციალური ვიზიტით სექტემბერში ჩინეთში გაემგზავრება.
ირანის პრეზიდენტი მანამდე ვიზიტით იმყოფებოდა ერაყში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ომანში, კატარში, რუსეთში, ეგვიპტესა და პაკისტანში.