მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტი „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერებთან კონტაქტზეა

17:10, 08.10.2023

ირანის პრეზიდენტი „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერებთან კონტაქტზეა, – ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იბრაჰიმ რაისი ორი პირს ესაუბრა, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობა „ჰამასი“ ირანის მიერ ფინანსდება, ასევე ირანი უზრუნველყოფს მათ წვრთნებსა და იარაღით მომარაგებას.

მსგავსი