მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შირაზში თავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა

14:13, 28.10.2022
A bullet hole is seen in a broken glass of the Shah Cheragh shrine in the southern city of Shiraz, Iran, Wednesday, Oct. 26, 2022. Gunmen attacked a major Shiite holy site in Iran on Wednesday, killing at least 15 people and wounding dozens. The attack came as protesters elsewhere in Iran marked a symbolic 40 days since a woman's death in custody ignited the biggest anti-government movement in over a decade. (Iranian Students' News Agency, ISNA via AP)

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შირაზში თავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა.

როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით იგეგმებოდა. აღკვეთილი თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

მანამდე ორი დღით ადრე, შირაზში, შიიტებისთვის წმინდა ადგილას შეიარაღებული პირის მიერ გახსნილ ცეცხლს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანის მთავრობის ორგანიზებით, დღეს პარასკევის ლოცვის შემდეგ ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმის წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.

ირანის ხელისუფლების ცნობით, შირაზში თავდასხმის შემსრულებელი დაკავებულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მსგავსი