მედიის ცნობით, ირანელი თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ შვეიცარიაში, მატარებელში მძევლად აყვანილი 15 ადამიანი გათავისუფლდა, თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია

12:26, 09.02.2024

შვეიცარიაში ირანელმა თავშესაფრის მაძიებელმა პირმა ერთ-ერთ მატარებელში 15 მძევალი აიყვანა. შემთხვევა შვეიცარიის დასავლეთ ნაწილში, ესერ-სოუს-შამვენტის რკინიგზის სადგურზე მოხდა. მედიის ცნობით, 32 წლის თავდამსხმელს მძევლები ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი.

პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, რომელშიც 60-ზე მეტი პოლიციელი და 30-მდე მაშველი იყო ჩართული, მძევლები გაათავისუფლა, თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.

როგორც მედია იუწყება, ირანელი თავშესაფრის მაძიებელი მამაკაცი საუბრობდა სპარსულად და ინგლისურად.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი