მედიის ცნობით, ინდოეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა

11:57, 12.07.2023

ინდოეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 31 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში, ათი კი – პენჯაბის შტატში.

ძლიერი წვიმის გამო სკოლები დაიხურა მთელ რეგიონში.

მსგავსი