მედიის ცნობით, იემენის სამთავრობო ძალებმა „ჰუსიტებთან“ მძიმე შეტაკებების შემდეგ ტაიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამაას ციხესიმაგრეზე კონტროლი მოიპოვეს
იემენის სამთავრობო ძალებმა „ჰუსიტებთან“ მძიმე შეტაკებების შემდეგ ტაიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამაას ციხესიმაგრეზე კონტროლი მოიპოვეს. ინფორმაციას იემენის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
სამხედრო წყაროების ცნობით, იემენის სამთავრობო ჯარებმა, ციხესიმაგრიდან „ჰუსიტი“ ამბოხებულების განდევნა ადგილობრივი წინააღმდეგობის მებრძოლების მხარდაჭერით მოახერხეს. წყაროს ცნობით, ათობით „ჰუსიტი“ მებრძოლი დაიღუპა ან დაიჭრა, ზოგი კი გაიქცა.
მედიის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში სამთავრობო ძალები ტაიზის გარშემო, „ჰუსიტების“ პოზიციებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.
„ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ თავს და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ მოძრაობამ იემენის წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.