მედიის ცნობით, ჰილარი კლინტონს გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას სთავაზობენ
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის დაკავებას სთავაზობენ.
ამის შესახებ გავლენიან ამერიკულ გამოცემას „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში განუცხადეს.
ბაიდენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ კლინტონის დანიშვნით გაერო-ს ავტორიტეტი გამყარდება.
ამერიკული და საერთაშორისო მედიის პროგნოზით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი იმარჯვებს. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მარცხს ჯერ არ აღიარებს.