მედიის ცნობით, „ჰამასმა“ შუამავლებს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება გაუგზავნა, რომელიც მძევლების პალესტინელ პატიმრებში გაცვლას ითვალისწინებს
მედიის ცნობით, „ჰამასმა“ შუამავლებს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება გაუგზავნა, რომელიც მძევლების პალესტინელ პატიმრებში გაცვლას ითვალისწინებს

„ჰამასმა“ შუამავლებს წარუდგინა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ისრაელელი ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და ავადმყოფი მძევლების გათავისუფლებას 700-1 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

წინადადება მოიცავს 100 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, რომლებიც სამუდამო პატიმრობას იხდიან ისრაელის ციხეებში.

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ, წინადადების თანახმად, მძევლებისა და ტყვეების თავდაპირველი გაცვლის შემდეგ, შეთანხმდება ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის თარიღზე.