მედიის ცნობით, ღაზის სექტორში გასული ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში გასული ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა ნასერის ჰოსპიტალი დაბომბეს, რა დროსაც „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ისმაილ ბარჰუმი, ასევე 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს.
თავდასხმის შედეგად განადგურდა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა დაბომბეს ქალაქები ხან იუნისი და რაფაჰი.
ხან იუნისში თავდასხმა მოხდა კარვებსა და სახლებზე, სადაც იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ცხოვრობენ. გავრცელებული ცნობით, ქალაქ რაფაჰზე, სულ მცირე, 15 თავდასხმა განხორციელდა.