ღაზასთან დაკავშირებული განცხადებების გამო დიდმა ბრიტანეთმა ორ ისრაელელ ულტრამემარჯვენე მინისტრს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა ღაზასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო ორ ისრაელელ ულტრამემარჯვენე მინისტრს, იტამარ ბენ-გვირსა და ბეზალელ სმოტრიჩს სანქციები დაუწესა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრისა და ისრაელის ფინანსთა მინისტრის მიმართ სანქციები მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, მინისტრების კომენტარებმა „ექსტრემისტული ძალადობისა და პალესტინელების ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების წაქეზება“ გამოიწვია.
პასუხად, ისრაელმა შეშფოთება გამოთქვა: „მთავრობის არჩეული წევრების მიმართ ასეთი ზომების დაწესება შემაშფოთებელია“.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ღაზაში არანაირი დახმარება არ უნდა შევიდეს: „ხორბლის მარცვალიც კი არ შევა ღაზაში“. ამასთან, ბეზალელ სმოტრიჩმა 2024 წლის აგვისტოში ისრაელის ჰაიომის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეიზღუდოს, რადგან ის „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის სასიცოცხლო რგოლია. რაც შეეხება იტამარ ბენ-გვირის განცხადებას, 2024 წელს მან აღნიშნა: „ჩვენ უნდა წავახალისოთ ემიგრაცია. წავახალისოთ ღაზის მცხოვრებლების ნებაყოფლობითი ემიგრაცია“.