მედიის ცნობით, ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი ემსხვერპლა
მედიის ცნობით, ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი ემსხვერპლა

ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი ემსხვერპლა.

როგორც „სიენენი“ წერს, სამიზნე ავტომობილი გახდა, რომლითაც ჰანიეს ოჯახის წევრები მგზავრობდნენ.

ისმაილ ჰანიეს თქმით, „ჰამასის“ ლიდერების სახლებისა და ოჯახების მიზნად ამოღება კიდევ უფრო გააძლიერებს „ჰამასის“ სიმტკიცეს.

„ვინც ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების დროს და შეთანხმების მიღწევამდე ჩემი შვილების მიზნად ამოღებით „ჰამასს“ აიძულებს, უარი თქვას თავის მოთხოვნებზე, ცდება“, – განაცხადა ისმაილ ჰანიე.