მედიის ცნობით, ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მოკლა. გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენებმა და სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში არაბული ანკლავის ქალაქ ხან-იუნისთან მიიტანეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მედია წერს, რომ ცეცხლი ჰამასის სამხედრო დანაყოფებმა გახსნეს და ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა. პარალელურად, პალესტინის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა მოძრაობა ჰამასი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.