მედიის ცნობით, ღაზას სექტორის საზღვართან აქციის დროს ისრაელელ ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად 41 პალესტინელი დაშავდა
მედიის ცნობით, ღაზას სექტორის საზღვართან აქციის დროს ისრაელელ ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად 41 პალესტინელი დაშავდა

ღაზას სექტორის საზღვართან საპროტესტო აქციის დროს ისრაელელ ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად სულ მცირე 41 პალესტინელი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა, რომლებიც წინასწარ იყვნენ მომზადებული, გამოიყენეს აქციის დაშლის მეთოდები“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციაში.

მანამდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ლტოლვილთა ბანაკთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს, რომლის საპასუხოდ ისრაელის ხელისუფლებამ ადგილზე სამხედრო დანაყოფები გაგზავნა.