მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას უარი განაცხადა მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალისთვის რეპარაციების გადახდაზე
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პოლონეთის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის შეხვდა. მერცის განცხადებით, მან ნავროცკისთან საუბრისას გააკრიტიკა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.
„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. პოლონეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროპელი მეზობელი და ახლო მეგობარია“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.
ამასთან, მედიაში წერენ, რომ გერმანიის კანცლერმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს უარი თქვა მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალისთვის რეპარაციების გადახდაზე. როგორც გერმანული მედია განმარტავს, ფრიდრიხ მერცმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბერლინის პოზიცია, რომ ეს საკითხი, დიდი ხანია, გადაწყვეტილია.
Ostro potępiam niedawne naruszenia polskiej przestrzeni powietrznej przez Rosję. Stoimy niezłomnie u boku Polski. Zapewniłem dziś o tym Prezydenta @NawrockiKn podczas jego wizyty. Polska jest dla nas ważnym europejskim sąsiadem i bliskim przyjacielem. pic.twitter.com/yluxgLbR7o
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) September 16, 2025