მედიის ცნობით, გერმანიაში არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, ანგელა მერკელის პარტიის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა
მედიის ცნობით, გერმანიაში არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, ანგელა მერკელის პარტიის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

გერმანიაში არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, ანგელა მერკელის პარტიის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.

ქრისტიან დემოკრატიული და ქრისტიან სოციალური ბლოკის რეიტინგი რეკორდულად დაეცა. როგორც გერმანული მედია იუწყება, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მერკელის ბლოკს გამოკითხულთა 20%-ი ემხრობა, რაც აგვისტოსთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

ლიდერობას ინარჩუნებენ სოციალ-დემოკრატები და მათ გამოკითხულთა 25%-ი აძლევს ხმას. მესამე ადგილზე არიან მწვანეები 16%-ით. მეოთხე ადგილზე არიან თავისუფალი დემოკრატები 13%-ით და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 12%-ით.