მედიის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელსაც აშშ-ის  პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა სურს, უკრაინაში სამშვიდობო ზავის მოწოდებით გამოვიდა
მედიის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა სურს, უკრაინაში სამშვიდობო ზავის მოწოდებით გამოვიდა

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი უკრაინაში სამშვიდობო ზავის მოწოდებით გამოვიდა.

„ყველას ინტერესებშია, ვცადოთ, მივიდეთ იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია, ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, – განაცხადა ფლორიდის გუბერნატორმა, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის სახელით პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა სურს.

„ჩვენ არ გვინდა, ყველაფერი დასრულდეს პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ხანგრლივი ბრძოლის, ვერდენის ოპერაციის მსგავსად, როდესაც გვექნება მასობრივი მსხვერპლი, დიდი დანაკარგები და ყველაფერი ჩიხით დასრულდება“, – განაცხადა დესანტისმა.

რონ დესანტისს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონში ერთვება.