მედიის ცნობით, ფხენიანი იაპონიას ნამდვილი ბალისტიკური რაკეტით ემუქრება
ფხენიანი იაპონიას ნამდვილი ბალისტიკური რაკეტით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ იაპონიამ ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო ცდებისთვის გააკრიტიკა. საპასუხოდ ფხენიანში აღნიშნეს, რომ „იაპონიამ შესაძლოა, არცთუ ისე შორეულ მომავალში ნახოს, რა არის რეალური ბალისტიკური რაკეტა“.
ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამების გამო რიგი საერთაშორისო სანქციებია დაწესებული. აკრძალვების მოხსნა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე კიმ ჩენ ინის მთავარი მოთხოვნა იყო. თუმცა, საპასუხოდ ვაშინგტონი ბირთვული პროგრამის დაუყოვნებელ შეჩერებას ითხოვს, რასაც ჩრდილოეთ კორეა არ თანხმდება.