მედიის ცნობით, ფინეთმა რუსი ტურისტებისთვის 30 სექტემბრიდან შესაძლოა, საზღვარი ჩაკეტოს
მედიის ცნობით, ფინეთმა რუსი ტურისტებისთვის 30 სექტემბრიდან შესაძლოა, საზღვარი ჩაკეტოს

30 სექტემბრიდან ფინეთმა რუსი ტურისტებისთვის შესაძლოა, საზღვარი ჩაკეტოს. როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ფინეთის მთავრობამ რუსეთთან ახალი სასაზღვრო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, საზღვარი შესაძლოა, უკვე ამაღამ ჩაიკეტოს. ფინეთში რუსეთის მოქალაქეები მოხვედრას მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით შეძლებენ. კერძოდ, ვიზას მიიღებენ ფინეთში მუშაობის ან სწავლის საფუძველზე, ასევე ახლო ნათესავების მოსანახულებლად. ასევე, განსაკუთრებულ ჯგუფში შევლენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

ამასთან, მედიის ცნობით, ფინეთის საზღვართან რუსეთმა სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის ცენტრი მოაწყო. კერძოდ, მობილიზაციის პუნქტი მოეწყო დასახლება ტორფიანოვკაში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.