მედიის ცნობით, ფიფა-მ ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლაზე უარი უთხრა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება  
მედიის ცნობით, ფიფა-მ ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლაზე უარი უთხრა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება  

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ არ დააკმაყოფილა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის 18 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე სიტყვით გამოსვლა სურდა. როგორც მედია იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის უარყოფითი პასუხით გაოცებულია.

ამასთან, უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინასა და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.