მედიის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული, ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან
მედიის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული, ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული.

მედიის ცნობით, შესაბამის დოკუმენტს 99 დეპუტატმა მისცა ხმა, ერთმა თავი შეიკავა. რეზოლუციის სახელწოდებაა „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.

ასევე, ასაბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან. ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააგრძელოს შესაბამისი ინსტრუმენტებით საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეფასება. დეპუტატები მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული იარაღით მუქარები და აიღოს ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის ვალდებულება, ასევე შეწყვიტოს ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენება.

ამას გარდა, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრებს, დააჩქარონ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთა გამოსაძიებლად.