ევროკავშირის ქვეყნები უკრაინიდან მარცვლეულის ჭარბი ექსპორტით გამოწვეული ზარალის დასაფარად პოლონელ ფერმერებს 40 მილიონ ევროს გამოუყოფენ
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინიდან მარცვლეულის ჭარბი ექსპორტით გამოწვეული ზარალის დასაფარად პოლონელ ფერმერებს 40 მილიონ ევროს გამოუყოფენ

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უკრაინიდან მარცვლეულის ჭარბი ექსპორტით გამოწვეული ზარალის დასაფარად პოლონელ ფერმერებს 40 მილიონი ევრო გამოუყონ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ევროკავშირმა, ჯამში, დაამტკიცა 100 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც ხუთ ქვეყანაში გადანაწილდება: პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში. ამასთან, პოლონური მედია წერს, რომ, როგორც ცნობილია, ამ თანხიდან 9,77 მილიონი ევრო – ბულგარეთს, 15,93 ევრო – უნგრეთს, 39,33 მილიონი ევრო – პოლონეთს, 29,73 ევრო – რუმინეთს, ხოლო 5,24 მილიონი ევრო კი სლოვაკეთს გადაეცემა.

პოლონეთის ხელისუფლება ფერმერებისთვის დახმარების 200 პროცენტით გაზრდას შეძლებს. გადახდები უნდა განხორციელდეს 2023 წლის 31 დეკემბრამდე და პოლონეთმა უნდა აცნობოს ევროკომისიას კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება დახმარების გამოსათვლელად.

თანხების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა საბოლოოდ გააუქმეს ბარიერები უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტრანზიტზე და ევროკომისიამ შეაფასა, რომ ვარშავამ და ბუდაპეშტმა შეასრულეს შეთანხმების პირობები.

ამავდროულად, ევროკომისიის თანახმად, ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა აიღეს ვალდებულება, გააუქმონ ცალმხრივი ზომები უკრაინაში წარმოებულ ამ და ყველა სხვა პროდუქტთან დაკავშირებით.