მედიის ცნობით, ევროკავშირი აშშ-სთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სამიტის გადადებას გეგმავს
მედიის ცნობით, ევროკავშირი აშშ-სთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სამიტის გადადებას გეგმავს

მედიის ცნობით, ევროკავშირი აშშ-სთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სამიტის გადადებას გეგმავს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში განაცხადეს, რომ იგეგმება აშშ-სთან მომდევნო თვეში დაგეგმილი სამიტის გადადება ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

აშშ-სა და ევროკავშირის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭო, მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე აყვანას. საბჭოს შექმნა მხარეებს შორის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროების განვითარებას და ტრანსატლანტიკური სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის ახლად ჩამოყალიბებული ალიანსია, რომლის გამო ავსტრალიამ საფრანგეთთან 40 მილიარდი დოლარის ღირებულების წყალქვეშა ნავების შეძენის შეთანხმება გააუქმა.

შეთანხმების გაუქმებას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა, ხოლო პარიზმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები გამოიწვია კონსულტაციებისთვის. საფრანგეთს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც.

დატოვე კომენტარი