მედიის ცნობით, ესპანეთში, ერთ-ერთ საავიაციო ბაზაზე ფოსტით გაგზავნილი საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს
მედიის ცნობით, ესპანეთში, ერთ-ერთ საავიაციო ბაზაზე ფოსტით გაგზავნილი საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს

ესპანეთში, ერთ-ერთ საავიაციო ბაზაზე ფოსტით გაგზავნილი საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს. როგორც ესპანური მედია იუწყება, ამანათი მადრიდის სიახლოვეს მდებარე ბაზა ტორეხონ-დე-არდოსში მიიღეს.

სამხედრო ბაზაზე მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. როგორც მედია წერს, გზავნილის ადრესატი საავიაციო ბაზის თანამგზავრული ცენტრი იყო. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ევროკავშირში განაცხადეს, რომ ესპანეთში, ტორეხონ-დე-არდოსში მდებარე თანამგზავრული ცენტრი სადაზვერვო მონაცემებს აწვდის უკრაინას.

მომხდარზე გამოძიებას ესპანეთის ეროვნული პოლიცია ატარებს.

ესპანური მედიის ცნობით, სამხედრო ობიექტზე მიღებული ამანათი შემადგენლობით იმის მსგავსია, რაც გუშინ ესპანეთში, უკრაინის საელჩოსა და სარაგოსაში მდებარე იმ კომპანიაში მიიღეს, რომელიც სარაკეტო დანადგარებს აწვდის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. 30 ნოემბერს უკრაინის საელჩოში მიღებული ამანათი აფეთქდა და ერთი ადამიანი დაშავდა.