ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტერორიზმის ნიშნების შემცველ მოქმედებას გულისხმობს
ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტერორიზმის ნიშნების შემცველ მოქმედებას გულისხმობს

ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში პოლიციამ მესამე შეიარაღებული პირი დააკავა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

კიდევ ორი პირი, რომლებიც ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორიზმის ნიშნების შემცველ მოქმედებას გულისხმობს.