მედიის ცნობით, ერაყის დედაქალაქში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბაღდადში ავტომანქანას უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.
როგორც „როიტერი“ წერს, ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ადგილობრივი მილიციის მეთაური, ხოლო მეორე წყარო ამბობს, რომ დაღუპულია სამი ადამიანი.
შემთხვევა ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, მაშტალის რაიონში მოხდა.