მედიის ცნობით, ერაყის დედაქალაქში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

00:15, 08.02.2024

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბაღდადში ავტომანქანას უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.

როგორც „როიტერი“ წერს, ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ადგილობრივი მილიციის მეთაური, ხოლო მეორე წყარო ამბობს, რომ დაღუპულია სამი ადამიანი.

შემთხვევა ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, მაშტალის რაიონში მოხდა.

მსგავსი