მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელს თუ არ ექნება გეგმა ღაზასთან დაკავშირებით, მისი უსაფრთხოება საფრთხეში იქნება
მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელს თუ არ ექნება გეგმა ღაზასთან დაკავშირებით, მისი უსაფრთხოება საფრთხეში იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ღაზაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს.

როგორც მედია წერს, ბლინკენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელს თუ არ ექნება გეგმა ღაზასთან მიმართებით, მაშინ ისრაელი წლების განმავლობაში იქნება ღაზაში ჩარჩენილი, „ამ შემთხვევაში კი მისი საერთაშორისო მხარდაჭერა და ნაციონალური უსაფრთხოება საფრთხეში აღმოჩნდება“.

ბლინკენის თქმით, მიმდინარე ტენდენციები თუ გაგრძელდება, ამის ერთადერთი შესაძლო შედეგი „ჰამასის“ ხელისუფლებაში დარჩენა ან ღაზაში ანარქია იქნება.

„თქვენ ეს არ გესმით, მაგრამ როდესაც ამას მიხვდებით, ძალიან გვიანი იქნება“, – განაცხადა ბლინკენმა.

რაც შეეხება რაფაჰში შესვლის გეგმას, ნეთანიაჰუმ ბლინკენს განუცხადა, რომ ისრაელი იმედოვნებს, აშშ-ის მხრიდან იქნება მხარდაჭერა რაფაჰში შესვლაზე, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი მზად არის, შევიდეს რაფაჰში თავისი მთავარი მოკავშირის მხარდაჭერის გარეშეც.