ეგვიპტის შუამავლობით, ისრაელსა და ღაზას სექტორში მოქმედ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა
Rockets are launched from the Gaza Strip towards Israel, in Gaza, Wednesday, May 10, 2023. Palestinian militants fired dozens of rockets from the Gaza Strip into Israel on Wednesday, in a first response to Israeli airstrikes that have killed 16 Palestinians, including three senior militants and at least 10 civilians. (AP Photo/Fatima Shbair)
ეგვიპტის შუამავლობით ისრაელს და ღაზას სექტორში მოქმედ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
პარალელურად, ისრაელის მთავრობა ეგვიპტისგან ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიღებას ადასტურებს, თუმცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი აცხადებს, რომ ამჟამად ისრაელი ეგვიპტის შეთავაზებას აანალიზებს. ისრაელის მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეფასდება ადგილზე არსებული ვითარებით და არა – სიტყვებით.
არაბულ ანკლავში ისრაელის ორდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 64 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დროს ისრაელმა საბრძოლო მოქმედებებში პირველად გამოსცდა საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“, რომელმაც წარმატებით გაანეიტრალა თელ ავივის რეგიონში ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა. სისტემას რაკეტებზე ზემოქმედება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს, მათ შორის საზღვარი 205-მა რაკეტამ გადალახა, 62 რაკეტა კი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. სამი რაკეტა საქალაქო ზონაში ჩავარდა, დანარჩენი – ცარიელ ტერიტორიებზე.