მედიის ცნობით, ეგვიპტის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურმა ისრაელელი კოლეგები „ჰამასის“ თავდასხმის შესახებ გააფრთხილა

20:55, 11.10.2023

ეგვიპტის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ეგვიპტემ ისრაელი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

როგორც ეგვიპტის ოფიციალურმა პირმა Times of Israel-ს განუცხადა, მისმა დაზვერვის სამსახურმა მოულოდნელ თავდასხმამდე ისრაელელი კოლეგები გააფრთხილა, რომ „ჰამასი“ „რაღაც დიდს“ გეგმავდა.

ოფიციალური პირის თქმით, უცნობია, გაიგო თუ არა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაფრთხილების შესახებ.

მსგავსი